აქცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან - სტუდენტები რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ის სამჯერ ნასამართლევია, ამიტომ არ უნდა იკავებდეს რექტორის თანამდებობას. აქციის მონაწილეების თქმით, თუ გურგენიძე მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პროტესტს უფრო მწვავე სახე მიეცემა:
„ვაპროტესტებთ უნივერისტეტის რექტორის კრიმინალურ წარსულს. უნივერსიტეტს მართავს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი. ასევე, ვაპროტესტებთ უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას, სადაც ორიენტირება არ ხდება სტუდენტებზე და ვერ ვახერხებთ ხარისხიანი განათლების მიღებას.
თუ არ გადადგება რექტორი, ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, რომელიც უფრო მწვავე ფორმის იქნება" -, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ერისთავმა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, სტუდენტების პროტესტი ტყუილებს ეყრდნობა და ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტზე.
მასალის გამოყენების პირობები






