ქვეყანაში მედიაზე თავდასხმის ფაქტები გახშირებულია - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"
საზოგადოება - 09:54, 06 Apr, 2021     1128

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, ქვეყანაში მედიაზე თავდასხმის ფაქტები გახშირებულია და ჟურნალისტებზე თავდასხმით სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოირჩევიან.

"ბუბა ჩივაძის მიმართ პოლიციის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს არის გაცდენილი. ამ ფაქტის სამართლებრივ ლოგიკაში შეფასება ცოტა რთულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი ჟურნალისტის მიმართ.

ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ თავდასხმებით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ და სიძულვილის ენით, რაც ზოგადად აღვივებს საზოგადოებაში სიძულვილის ენას.

ხელისუფლებას არ დარჩა არაფერი, გარდა იმისა, რომ იძალადოს ჟურნალისტებზე, იძალადოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, აქტივისტებზე და ა.შ

ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება, სხვა შემთხვევაში რეაგირების გარეშე დატოვებულ საქმეებს, მივყავართ კიდევ უფრო მძიმე საქმეებამდე" - აღნიშნა მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 აპრილს ქუთაისის მერიის შენობაში "ქუთაისი თუდეის" რედაქტორმა მერის კაბინეტში შიმშილობა გამოაცხადა. რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის შენობიდან იძულებით გაიყვანა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტს ბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო გამოიძახეს და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუბა ჩივაძემ მერთან შესვლას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, მერიის დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173-ე მუხლი წარუდგინეს, რაც პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42