IRI-ის კვლევა: 79% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა, ბოლო 1 წელიწადში, გაუარესდა
საზოგადოება - 21:16, 05 Apr, 2021     1095

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით,მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი წლის განმვლობაში, ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა. გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 39% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან არის გაუარესებული.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 63% ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო დონეზე მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. 71% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა "გარკვეულწილად" ან "ძალიან" გაუარესდა.

ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა ქვეყნის მთავარ გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს, მათ შორის უმუშევრობას და გაზრდილ ფასებს.

გამოკითხული მოსახლეობის 65% აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა უმუშევრობაა. 37% მაღალ ფასებს ასახელებს, 26%-სთვის გამოწვევად კვლავ სიღარიბე რჩება. 16%-სთვის პრობლემას კოვიდპანდემია წარმოადგენს. გამოწვევებს შორის არის განათლება (8%), ოკუპირებული ტერიტორიები (4%), ჯანდაცვა (9%), ასევე პენსია (4%)

კითხვაზე - "როგორ აისახა პანდემია ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - 65%-მა თქვა, რომ მდგომარეობა გაუარესდა, ივნისში კი გაუარესებულ მდგომარეობაზე 67% საუბრობდა.

რაც შეეხება კითხვას რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა პანდემიაზე მთავრობის პასუხით", პროცენტები ასე გადანაწილდა: 21 თებერვლის მონაცემებით, 44% ამბობს, რომ გარკვეულწილად კმაყოფილია, ხოლო 20% ძალიან უკმაყოფილოა.

აღსანიშნავია, რომ ჯამურად მთავრობის პასუხით ივნისის პერიოდში 79% იყო კმაყოფილი, ხოლო თებერვლის მონაცემებით კმაყოფილია 59%.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42