ვინ დაპატიჟა თეონა კონტრიძე პოზნერის დაბადების დღეზე – “კვერცხები და ტრამპამპამ მეზედმეტა”
საზოგადოება - 18:59, 05 Apr, 2021     4395

მომღერალი თეონა კონტრიძე, რომელმაც საქართველო გუშინ დატოვა და რუსეთში ნიკოლოზ ცისკარიძესთან ერთად გაემგზავრა “მთავარი არხის” ეთერში სტუმრობისას პოზნერის ვიზიტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი შეაფასა.

“სტუმრად დაპატიჟებას ვეძახი, პოზნერს რომ ეთქვა ჩემთვის, მოდიო. ნიკოლოზ ცისკარიძესთან ერთად ვარ ჩამოსული და მან მითხრა, დაპატიჟებული ვარ და წამოდიო.

წლების წინ ვილნიუსში ვიყავით. ჩავედით პურის მაღაზიაში. გვინდოდა ფუნთუშების ყიდვა. როდესაც ვუთხარი, რამდენი გვინდოდა, გამყიდველმა ქალმა ისეთი სახით შემომხედა… არ ვიცოდით, რომ ფუნთუშეული ტალონებით იყიდებოდა. მოგყიდით, მაგრამ ისე იცოდეთ, რომ ტალონებზეაო. 16 წლისას მეყო ნამუსი, იმდენი მეყიდა, რამდენიც ტალონით იყო გათვალისწინებული. როდესაც ქვეყანაში არის კომენდანტის საათი, „ქამონ“, რა ამბავია? რისი თქმა მინდა. ფორმა, რა ფორმითაც გამოიხატა პროტესტი, ჩემთვის არ არის ქართული. „სტუმარ-მასპინძელი“ არის ჩვენი მენტალური კოდი. ვთვლი, რომ არ მოვიქეცით სწორად, გამოხატვის ფორმას ვგულისხმობ, თუმცა აუცილებლად იყო საპროტესტო. პირველ რიგში იმიტომ, რომ როცა ადამიანებს აფთიაქში გასვლის საშუალებაც არ აქვთ, რა ამბავია, ხომ მშვიდობაა? მე, მაგალითად, ვიჯექი სახლში და არ გავნძრეულვარ. მოგეხსენებათ ჩემი პრივილეგიები და პატარა რომ „წავჩალიჩებულიყავი“, გავაკეთებდი ყველანაირ საშვს, მაგრამ ამ თემაზე არც დავფიქრებულვარ. მინდა, დავემორჩილო იმ წესებს, რაც დღეს აქვს ქართულ სოციუმს, როცა აქ ვარ. თუმცა როდესაც 87 წლის კაცი ჩამოვიდა უკვე, სახელმწიფომ შემოუშვა და სუფრასთან დასვეს, კვერცხები და „ტრამპამპამ“ მე მეზედმეტა, მაგალითად…

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინფორმირება რუსეთში მწირია. რუსეთმა არაფერი იცის. ეს საკითხი არ იხილება. ჩვენ შორის სავიზო რეჟიმი რომაა, ისიც კი არ იცის ხალხმა. როდესაც ვეკითხები, ხვდებით, რატომ მოხდა ეს-მეთქი? პოზნერის თემას ვგულისხმობ, ანალიზს ვერ აკეთებენ…“ - ამბობს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42