ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესება
განათლება - 17:40, 05 Apr, 2021     2203

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) ფარგლებში მომზადებული 11 ახალი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. კურსები მომზადებულია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის, კერძოდ კი მასწავლებელთა მოსამზადებელი 30 კრედიტიანი სასწავლო პროგრამისთვის.

პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, თსუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ.

„ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ბოლო პერიოდში, ბევრი რამ გაკეთდა. რაც აისახა ,როგორც ინკლუზიური კლასების გაჩენაში, ისე ღირებულებების ცვლილებაში. შეიცვალა განწყობები და ყინული გატყდა, სტერეოტიპები ამ მიმართულებით ჩამოიშალა. ვფიქრობ,რომ ეს პროექტი საშური საქმეა ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებისთვის. ბევრი სპეციალისტია მოსამზადებელი და მათთვის მეტი განათლების მიცემა და გამოცდილების გაზიარება ჩვენი ერთობლივი მიზნების მიღწევის საწინდარი იქნება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება თსუ-ს კოორდინაციით. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით. თსუ-სთან ერთად პროექტის განხორციელებაში ჩართულია რვა ადგილობრივი და ოთხი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის თქმით, „მოვიდა ის დრო, როცა უკვე სხვა დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ ინკლუზიური განათლების შესახებ. დღეს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი ინკლუზიურ განათლებას შეეხება და გულისხმობს სისტემის ინკლუზიურობას და არა ცალსახად შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდაჭერას და განათლებას. ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ უშუალოდ სისტემა გახდეს ინკლუზიური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები იქნება სწორედ ის საშუალება, რომელიც გააკეთებს ღირებულ საქმეს და გაზრდის ბევრ თაობას.

თსუ შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორის, თსუ ასოცირებული პროფესორის და პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ კოორდინატორის თამარ მახარაძის თქმით, პროექტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 ახალი კურსი, სპეციალური მასწავლებლის სასერთიფიკატო პროგრამა და ხუთი მოკლე სატრენინგო კურსი მომზადდა. „ჩვენი პროექტის ამოცანაა ახალი აკადემიური კურსებისა და მოდულების განვითარება, სპეციალური მასწავლებლების მოსამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება, მოკლე სატრენინგო პროგრამის მომზადება, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელების ჩამოყალიბება სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით,“- აღნიშნა თამარ მახარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42