რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსული არმიის მოქმედებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის იმ მიმართულებით გადაადგილდება, რა მიმართულებიდაც იქნება გადაადგილება საჭირო და ეს სხვა ქვეყნებს არ უნდა აწუხებდეს, რადგან რუსეთის ფედერაცია მათ საფრთხეს არ უქმნის:
"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის, ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსეთი საფრთხეს არ უქმნის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას, მათ შორის ის არ წარმოადგენს საფრთხეს უკრაინისთვის. რუსეთი "ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარი უსაფრთხოების საკითხს", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებთან მობილიზებას ზრდის.
მასალის გამოყენების პირობები






