წყალტუბოში ძმების მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - ადგილობრივები აცხადებენ, რომ 29 წლის მამაკაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. თუმცა ამ ინფორმაციას შსს ოფიციალურად არ ადასტურებს.
"ძმებიდან ერთ-ერთი დაჭრის შემდეგ საშველად წავიდა, მამიდა მიშველეო... იმან დაგვჭრაო, რომ გამოვიდა მამიდამისი, ხელები სისხლიანი ჰქონდა ჩვენ, რომ მივედით.
დააკავეს, ჩაბარდა. თვითონ ჩაბარდა, იმ წუთას იქ არ იყო, მაგრამ მერე მოვიდა და ჩაბარდა. სად წავა, ვის გაექცევი ახლა," - განაცხადა ადგილობრივმა.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ რიონში გუშინ მოხდა. 40 წლამდე მამაკაცები სანადირო თოფით არიან მოკლული - ერთს ტყვია მუცელში, მეორეს კი - ფეხში ჰქონდა მოხვედრილი. იარაღი ამოღებულია. ბრალდებული დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






