ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ოკუპანტები ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, ჩორჩანის საგუშაგოს მოშლას ან ოქონის ხატს ითხოვენ.
ქაცარავას ინფორმაციითვე, ზაზა კატეგორიული წინააღმდეგია მასში ხატი ან ქართული მიწა გაიცვალოს.
“ოკუპანტებმა ჩვენს მხარეს შემოუთვალეს-ზემო ოქონის, მე – 11 საუკუნის ტრიპტიკონის ხატი დაგვიბრუნეთ ან ჩორჩანის საგუშაგო მოშალეთო. მაშინ შეიძლება ზაზა გახელაძეს დაგიბრუნებთო.
მნიშვნელობა არ აქვს, რა უპასუხეს ხელისუფლების წაემომადგენლებმა, მნიშვნელობა აქვს ზაზა გახელაძის პოზიციას – ზაზა კატეგორიული წინააღმდეგია მასში ხატი ან ქართული მიწა გაიცვალოს.
ზაზა მზად არის, მისჯილი 12.6 წელი იჯდეს ოკუპანტების ციხეში…
ჩემთვის ზაზა გახელაძე გმირია.
ჩემის აზრით, საქართველოს ახალი გმირი ჰყავს.”-წერს დავით ქაცარავა.
მასალის გამოყენების პირობები