ჩინეთი საქართველოს "სინოვაკის" ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. რაც შეეხება "სინოფარმს", როგორც ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა განაცხადა, აღნიშნულ ვაქცინას ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს. ელჩის თქმით, მსოფლიოში უკვე 100 მლნ დოზაა გამოყენებული და ამ დრომდე სერიოზული გვერდითი მოვლენა ჯერ არ დაფიქსირებულა:
"სინოფარმის" ვაქცინა ტრადიციული, სანდო და ვირუსის ინაქტივირების მეთოდითაა დამზადებული, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით 100 მლნ დოზაა ამ ვაქცინის გამოყენებული და რამე სერიოზული გევრდით ეფექტები არ მოჰყოლია, ამიტომ ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ეტაპზე შეფასების ეტაპზეა, როგორც „სინოფარმის“ ასევე „სინოვაკის“ ვაქცინების მიმართ. ბოლო დღეებში ჯანმო-ს მერ გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთოებისა და ეფექტიანობის კუთხით ეს ორივე ვაქცინა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამიტომ დაველოდოთ მის საბოლოო გადაწყვეტილებას და ავტორიზაციას", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






