"არანორმალურად ნასვამი იყო და საკუთარი ბიძაშვილები მიყოლებით დახოცა“ - გაირკვა იმ პირის ვინაობა, ვინც გუშინ ძმები სიცოცხლეს გამოასალმა
კრიმინალი - 11:01, 05 Apr, 2021     5369

სოფელ რიონში ძმები ავთანდილ და ალექსანდრე მამრიკიშვილები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათივე ბიძაშვილი, ღუტუშა მამრიკიშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დღის წინ მათ ერთმანეთში კონფლიქტი მოუვიდათ და მოგვიანებით ბიძაშვილმა ძმებს იარაღიდან ესროლა. მომხდარის შემდეგ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მოკლულები 35 და 36 წლის ბიჭები არიან. მკვლელობაში ბრალდებული მათი ბიძაშვილი ღუტუშა მამრიკიშვილია, დაახლოებით 30 წლამდე ასაკისაა. მკვლელი ნასვამი ყოფილა. როგორც ვიცი, დაოჯახებულია, ორი პატარა შვილი ჰყავს. მოკლული ძმები დაოჯახებულები არ არიან, მამიდასთან ერთად ცხოვრობდნენ, მშობლები გარდაცვლილი ჰყავთ. მომხდარის რეალური მიზეზი არ ვიცით. ბიჭები ეზოში მუშაობდნენ, თურმე ერთი ძმა ეზოს გარეთ ყოფილა მეორე ეზოში იყო და ორივეს ესროლა.

არასოდეს ყოფილან კონფლიქტურები, მშრომელი ბიჭები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულიც მუშაობდა. ჩვენს სოფელში წყალი შემოჰყავთ და რამდენიმე ხნის წინ დამიკავშირდა, თუ შეიძლება ორი სიტყვა შემაწიე, რომ მუშაობა დავიწყოო, ვესაუბრე კიდეც, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა და დაიწყო კიდეც იქ მუშაობა. მერე, როგორც გავიგე, ფეხი უტკენია და თავი დაანება.

ღუტუშას მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა საზღვარგარეთ არის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძალიან ნასვამი ყოფილა. რა მოხდა, არ ვიცით, სოფელში ფიზიკურად შრომობდნენ. მომხდარით ყველანი შეძრულნი ვართ", - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ რიონში გიორგი ელბაქიძემ.

წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42