"ქართველ ბიჭს დაუგდეს პასპორტი, დაუფურთხეს... ჩემმა შვილმა დაიცვა ქართული სიმბოლიკა. ამის გამო მოკლეს და არა პროდუქტების გადატანის" - გიგა ოთხოზორიას დედა
საზოგადოება - 10:32, 05 Apr, 2021     1322

ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, შვილის მკველობის მიზეზებზე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს. ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ოფიციალურ მოტივად დაფიქსირებულია ყოფითი შელაპარაკება პროდუქტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაგზავნისას.

გიგა ოთხოზორიას დედა ამბობს რომ, რეალურად, მისი შვილი სამშობლოს სიმბოლიკის, პასპორტის დაცვისა და ქართველი ახალგაზრდის დაჩაგვრის ფაქტზე აღშფოთების გამო მოკლეს, თუმცა "არავის მოუნდომებია ამის დამტკიცება".

"გიგა ოთხოზორია, მართალია იქ პროდუქტების გადასაგზავნად იყო მისული, მაგრამ იმის გამო კი არ მოხდა შელაპარაკება, რომ მას უარი უთხრეს პროდუქტების გადაგზავნაზე. ესაა ის რაც გულს მიკლავს, რომ არაა დაფიქსირებული რისთვის მოხდა იქ შელაპარაკება. ჩემი შვილი იმ მომენტში შეესწრო, ქართველი ახალგაზრდა ბიჭის დაჩაგვრას, ქართული პასპორტის შეურაცხყოფას, რომელიც მესაზღვრეებმა გამოართვეს ახალგაზრდას. დაუგდეს პასპორტი, ზედ დაუფურთხეს და ამ დროს მივიდაიქ ჩემი შვილი. არანაირ პროდუქტის გადაგზავნაზე შელაპარაკება არ მომხდარა. ეს დადასტურებული ამბავია, თუმცა არცერთ სასამართლო პროცესზე და არცერთ შეხვედრაზე ამას ხაზი არ გასმია. ოფიციალური ვერსიაა თითქოს შელაპარაკება მოხდა ყოფით ნიადაგზე. ეს არ იყო ასე ჩემო კარგებო, არც არავის არ მოუნდომებია დაემტკიცებინა, რომ ეს იყო თავისი სამშობლოს სიმბოლიკის პასპორტის დაცვის და ქართველი ახალგაზრდის დაჩაგვრით გამოწვეული აღშფოთება, რომელიც გამოხატა ჩემმა შვილმა", - ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42