საქართველოში შიდა ტურისტული პროდუქტის განვითარების შესახებ საკუთარი შეხედულებები „ნიუპოსტს“ პორტოს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნინო ჯერენაშვილმა გამოუგზავნა.
წერილს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„შიდა ტურისტული პროდუქტის განვითარება ყურადსაღებია, ვინაიდან, საქართველოსათვის ტურიზმის ინდუსტრიის არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს შიდა ტურიზმი. მოგეხსენებათ, შიდა ტურისტები ფულს ხარჯავენ არა უცხო, არამედ საკუთარი ქვეყანაში, რის გამოც არ ხდება ფულის გადინება, რაც, საბოლოოდ, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
სამწუხაროდ, ქართველთა სოციალური მდგომარეობის გამო, მათ არა აქვთ ჩამოყალიბებული დასვენების ინდივიდუალური სტილი და არც დასასვენებლი ადგილის შეცვლაზე ფიქრობენ. ისინი დასვენებას სოფლად, საკუთარ სახლებში ამჯობინებენ.
გამომდინარე შიდა ტურიზმის სპეციფიკიდან, დღეს პოპულარული და ინტენსიურად გამოყენებადია ის ტურისტული შეთავაზებები, რომელიც ხასიათდება უპირველეს ყოვლისა, პრესტიჟის ელემენტებით, დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა, ფასსა და ხარისხს.
საქართველოს შავიზღვისპირეთი სეზონურობით ხასიათდება, რაც ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისათვის. შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მიუღებელია მაღალი ფასები და ასევე აჭარის პერიფერიულ ზონებში არსებული სასტუმროების მომსახურების დაბალი ხარისხი.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შიდა გზები, რომლებიც დღეისათვის საერთოდ არ არის ადაპტირებული ტურიზმის მოთხოვნებისადმი.
აჭარის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მის ტურისტულ პროდუქტს არ გააჩნია ფასის განმსაზღვრელი მახასიათებლებით მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით შავი ზღვის სანაპიროზე.
ზაფხულის რეკრეაციული ტურების ფასი სერვისის თანაფარდობით ჩამოუვარდება თურქეთის, ეგვიპტის და ბულგარეთის ანალოგიური ტიპის პროდუქტებს. ზღვისპირა კურორტების პლიაჟები დაბინძურებულია და არ ხდება სანიტარული ნორმების დაცვა.
მოსაწესრიგებელია სანაპიროზე გასახდელების, საშხაპეების, სანაპიროს ინვენტარის გამქირავებელი პუნქტების არსებობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ტურისტული პროდუქტის პრომოუშენისათვის და მისი საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისათვის ეს ყოველივე გასათვალისწინებელია“.
ნინო ჯერენაშვილი, პორტოს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დოქტორანტი
მასალის გამოყენების პირობები






