"უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება...მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, ისეთი საშინელი დამნაშავე – მე რა უნდა ..." - გიორგი კეკელიძე გურამ დოჩანაშვილს იხსენებს
სოც.მედია - 10:11, 05 Apr, 2021     1717

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე მწერალ, გურამ დოჩანაშვილს იხსენებს.

იგი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ინტერვიუს შესახებ წერს, რა დროსაც დოჩანაშვილს დაუსვა კითხვა, რომელმაც მწერალი დააბნია.

კეკელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ერთხელ, გურამ დოჩანაშვილს, ტელეგასაუბრებისას ვკითხე – ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება. მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, ისეთი საშინელი დამნაშავე – მე რა უნდა ვუთხრაო. კამერებს მიღმა კიდევ გავცვალეთ ამაზე ორი სიტყვა და მას მერე ვფიქრობ. განა მხოლოდ გურამზე. სხვებიც მინახავს – ნაკლები – სახელგანთქმული და მეტი – სრულიად უცნობი ადამიანი. მორწმუნეც და ურწმუნოც. საკუთარი ქცევით და წესით სულ დარჩეული ხალხი. მინახავს და ვიცი – დანაშაულის განცდა ყველაზე მეტად ასეთებს სტანჯავს ხოლმე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებს. მამაჩემი ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება ბავშვობაში მოკლული ბუს გამო ისჯებოდა.სიზმრად ნახულობდა და კანკალით იღვიძებდა. ბაბუაჩემი, 1971 წელს რომ წისქვილიდან მეზობლის ფქვილის ნაწილი წამოიღო, იმას აბრალებდა ყველა უბედრებას. სხვები, ასეთ ამბებს მეხსიერებასაც არ გააკარებდნენ და თუ შეიტყობდნენ, რომ სხვა დარდობს, იმ სხვას აუცილებლად მოუწყობდნენ სასამართლოს.

თანამედროვე სამყარო ხომ ისედაც სხვის თვალში დირეს ძებნის სპორტის დიდი მოედანია, სადაც არც პატიების თხოვნა ფასობს და არც შენდობის სურვილი აქვს ვინმეს. ვირტუალურ გილიოტინად აღმართული ახალი ,,ლინჩის სასამართლო” კითხვებს არ სვამს – მას მხოლოდ პასუხები აქვს და ეს პასუხები უკვე გულისხმობენ საშინელ განაჩენს. დიდი და ნამდვილი დამნაშავეები, სადღაც, მოედანს მიღმა ხითხითებენ, გურამისმაგვარებს კი, საკუთარი, უმცირესი ცოდვები რომ ისედაც სტანჯავთ, იოლად ვერევით და ვქოლავთ. ვიცი არაერთი – ერთმანეთს ასმენდა, სცემდა, კლავდა და ძარცვავდა – კი, მეორე ადამიანის ფიქრს ვერასდროს გაიგებ, მაგრამ მაინც ღრმად მწამს – მათი დარდი და ქენჯნა მეათასედია გურამის სევდასთან, რომელიც მხოლოდ ადამიანად დაბადებას ინანიებდა…

მამაჩემზეც გითხარით. კი, მამაჩემი მთელი ცხოვრება ნანობდა, 16 წლისამ გეკოს თოფით ბუ რომ მოკლა. მიყვებოდა ცრემლგამხელილი თვალებით: თავიდან გამიხარდა და ყიჟინით გავიქეცი. მივედი. დავხედე. ამომხედა და თვალებით მითხრა, შვილებთან მივდიოდიო. მამაჩემის ფიქრით ამაზე მოუნანიებელი ცოდვა არ არსებობდა.

ასე მგონია, სიკვდილისას ეს ბუ მოფრინდა მასთან და უთხრა: გამომყევი. მამაჩემს შეეშინდა, მაგრამ ბუ არ ჩანდა ბოროტი: „გამომყევი, მე გაპატიე“ – მაშინ მამაჩემი შეაჯდა ბუს და გაფრინდნენ ბუ და მამაჩემი. გურამს კიდევ ბუც არ მოუკლავს. ჰოდა, ღმერთი ალბათ კეჟერაძეების ამბავს თუ აყოლებს, აყოლებს და იცინიან“,- წერს გიორგი კეკელიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42