სოციალურ ქსელში ვრცელდებ ინფორმაცია, რომ საბერძნეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქართველი ემიგრანტი უსახლ-კაროდ იმყოფება და დახმარება ესაჭიროება.
„სასწრაფოდ! ათენში
ნაპოვნია ქართველი ქალბატონი, სახელად მარინა, გვარს არ ამბობს, არის დაახლოებით 65 წლამდე, როგორც ჩანს აქვს ფსიქიკური პრობლემა. არ საუბრობს, ოჯახი არ ყავს, შესაბამისი სამსახური გამოძახებული იყო ადგილზე მაგრამ არ წაიყვანეს თავშესაფარში.
ამჟამად იმყოფება პიპინუს 82 ნომერში, ახარნონის კვეთასთან. თუ ვინმეს გაქვთ შესაძლებლობა შეიფარეთ დროებით ან გაავრცელეთ იქნებ გამოუჩნდეს ვინმე. ყავს მხოლოდ ძმა, რომელიც არის საქართველოში და მისი წაყვანის ფინანსური შესაძლებლობა არ აქავს. ქალბატონს უკეთია ოქროს სამკაულები. მოკლედ, მიაწვდინეთ ხმა ვისთანაც კი შეძლოთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები