"ძალიან მიჭირდა, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე” – გურამ დოჩანაშვილის გულახდილი ინტერვიუ
საზოგადოება - 10:16, 04 Apr, 2021     3551

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გუშინ, 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. გთავაზობთ დოჩანაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც მწერალმა კვირის პალიტრას მისცა:

“ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. იქვე არ ვჭამ­დი, მაგ­რამ სუფ­რა­ზე საჭ­მე­ლი რომ დარ­ჩე­ბო­დათ, ვი­ღებ­დი, ვახ­ვევ­დი და შინ მომ­ქონ­და. ვი­ღა­ცას რომ და­ე­ნა­ხა, იფიქ­რებ­და, ეს ღორ­მუ­ცე­ლა ვინ არი­სო, არა­და, ჩემ­თვის კი არ მინ­დო­და, ცოლ-შვი­ლის­თვის მომ­ქონ­და – ჩემს ქა­ლიშ­ვილს ძმა ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი, ჩემს ცოლს – შვი­ლი და ასე მა­ინც ხომ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი!

ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც დიდი გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. 1939 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და 3-4 წლის ასაკ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯა­ხებს პუ­რის ფული არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ სულ გვინ­დო­და ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­კე­თე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე.მა­შინ, ომის დროს, ერ­თმა­ნე­თის, მა­პა­ტი­ეთ და, ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა არ იყო, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, ახ­ლან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი რას ვუ­ყუ­რებთ? – ვინ ვის უკბი­ნოს, შე­ჭა­მოს, და­აქ­ცი­ოს, ცუდი თქვას, ეს პარ­ტია კარ­გია, ის ცუდი…

უდი­დე­სი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თო­მას მანი ამ­ბობ­და, ნე­ტავ ჰერ­მან ჰე­სე­სა­ვით ვწე­როო (ჰერ­მან ჰესე კი ავ­სტრი­ე­ლია, მაგ­რამ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწე­რა­ლია, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი)! თა­ვად ბუმ­ბე­რა­ზი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და მე­ო­რე ბუმ­ბე­რაზ­ზე. ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა? იმის ნაც­ვლად, ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გი ეძე­ბონ, ერ­თმა­ნეთს გა­უ­თა­ვებ­ლად ლან­ძღა­ვენ. ჩვენ­თან, იცით, რამ­დე­ნი ცრუ­პატ­რი­ო­ტია? მგო­ნი, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ცრუ­პატ­რი­ო­ტი მო­დის, ვიდ­რე ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი”, – აცხადებდა გურამ დოჩანაშვილი “კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42