"ენკა რინიუებზის" ახალი დირექტორი - კაშხლისა და ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:06, 03 Apr, 2021     1748

„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები - იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია,“ - განაცხადა ნამახვანი ჰესის ინვესტორი ნორვეგიულ-თურქული კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას. დღეს ის, როგორც კომპანიის მენეჯერი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს და მინდა მოვინახულო ყველა ის ადგილი, სადაც წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს,“ - განაცხადა მერაბ ლომინაძემ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ჰესის ძირითადი ობიექტების, მაგალითად, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ყველა სათანადო კვლევის გადამოწმების გარეშე არ დაიწყება. „ჩვენ, კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივას, რომლებიც გამოთქმული იყო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. ის შეისწავლის ყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა.

მერაბ ლომინაძის განცხადებით, ნამახვანი ჰესის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისა ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. „ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ამ პროექტზე. ყველა დიდი იმედით შევცქერით მიმდინარე პროცესებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის მიმართ, მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, ასევე საერთო მიზნების დასახვასა და შემდგომ მათ შესრულებას,“ - აღნიშნა მან.

მერაბ ლომინაძემ მაგალითად მოიყვანა სოციალური პროექტები, რომელთაც კომპანია „ენკა რინიუებზი“ რეგიონში უკვე ახორციელებს, მათ შორის, მეთაფლეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერის მიმართულებით. „ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ გავაფართოვოთ სოციალური პაკეტები, გავაფართოვოთ ჩვენი ქმედებები ხეობის მცხოვრებთა მხარდაჭერის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მაცხოვრებელმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც. სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტად გავაქტიურდებით სოციალური პროექტების მხარდაჭერის კუთხით,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა. მისი თქმით, თუკი აქამდე სოციალური პროექტების შერჩევას კომპანია თავად ახორციელებდა, ახლა მხარდასაჭერი პროექტები ადგილობრივი მოსახლეების ჩართულობით გამოვლინდება.

„ჩვენ დაველაპარაკებით ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ყველას მოვუწოდებთ, პირველ რიგში, დიალოგის ფორმატში გავმართოთ დისკუსიები პროფესიონალურად, ყოველგვარი ემოციისა და სპეკულაციის გარეშე,“ - მიმართა „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა ჟურნალისტებს და იმ ადგილების დასათვალიერებლად მიიწვია, სადაც ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42