“ვიხრჩობი უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრებით...დამეხმარეთ, მიშველეთ, შემეწიეთ, მშია,მიჭირს!“…ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შემრცხვებოდა, რომ ქართველი ვარ” – თეა დარჩიას ემოციური პოსტი
სოც.მედია - 18:18, 02 Apr, 2021     40052

ცნობილი მოცეკვავე, თეა დარჩია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ცხოვრება ახრჩობს.

გთავაზობთ სტატუსს:

„ვიხრჩობი უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრებით!!! მახრჩობს ქვეყანა, რომელიც სიცოცხლესავით მიყვარს, მახრჩობს ხალხი, რომელთან ერთადაც დავბერდი, მახრჩობს ტყუილი, ყველგან და ყველაფერში!!! ადამიანებს ვუსმენ და თან ჩვევად მექცა სიტყვების მიღმა ტყუილის ძებნა!!! მახრჩობს იმაზე ფიქრი, რომ მომავალი არ არსებობს, რადგან რაც მიყვარდა და რითაც ვსულდგმულობდი და ვეთაყვანებოდი, გაქრა!!!

გაქრა ნდობა, ერთობა, სითბო, ურთიერთობა, იმედი, რომ როდესმე რამე შეიცვლება, რომ როდესმე ჩემი საამაყო ქვეყანა და ხალხი სიმშვიდესა და ბედნიერებას ეღირსება. მეშინია ჩემი შვილების მომავლის!!! მეშინია, რომ ერთხელაც მომიბრუნდებიან და დიდი, ცრემლიანი და დაბნეული თვალებით მკითხავენ, ამ ქვეყანაში რატომ გაგვაჩინეო??? მეშინია, რომ პასუხი არ მექნება და ვერც ერთ მიზეზს ვერ ვეტყვი!!! მეშინია იმის, რომ ერთხელაც გათენების შემეშინდება, რადგან სიცოცხლე აღარ მომინდება!!!

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შემრცხვებოდა, რომ ქართველი ვარ!!! საშინელებაა, როცა საჭმელიც გაქვს, თითქოს არაფერი გაკლია, შვილებიც ჯანმრთელები და ბანკის ვალსაც რაღაცნაირად სასწაულით ისტუმრებ და მთავარი, უმთავრესი არ გაქვს ღირსება, სულიერი სიმშვიდე, ბედნიერების განცდა და მომავლის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ როგორ, თუ ერთმანეთი გვძულს, ერთმანეთის გვშურს და ერთმანეთის აუტანლობა შხამავს, წამლავს და ალპობს ჩვენს სულებს!!!

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ როდესმე 90-იანები მომენატრებოდა, რომ ვინატრებდი შიმშილს, უშუქობას, უქონლობას, სრულ იმდროინდელ კოშმარს, მაგრამ მაშინ ერთად ვიყავით, ერთ მუშტად შეკრულები, ერთი იდეისა და ერთი ღირსების თავისუფლები და მომავლის იმედის ირგვლივ!!!

არაფერი ისე არ ფიტავს და ანგრევს ადამიანს, როგორც გაუთავებელი ტყუილი და უიმედობა!!! ვეღარ ვხედავ ქუჩაში გაღიმებულ და ბედნიერ სახეებს, ლამაზ და ლაღ ქართველებს, აღარ ისმის ქართველების სიცილი და სიმღერა ფანჯრებიდან!!! მხოლოდ: დამეხმარეთ, მიშველეთ, შემეწიეთ, მშია, მტკივა და მიჭირს!!! აი, რა მესმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე!!! როგორ სეირნობთ ქუჩაში, როგორ გიხარიათ, საერთოდ, ჰაერი როგორ ჩაგდით ფილტვებში, როცა ამდენი უბედური და სასოწარკვეთილი ადამიანი, ხელგამოწვდილი ზის ქუჩაში?! რანაირად?! ეჰ… სადამდე დავედით, გარეთ გასვლაც კი აღარ მინდა!!! არც ტელევიზორის ყურება აღარ მინდა და აღარც არაფრის მოსმენა და გაგება, არაფერი კარგი არ ხდება! არაფერი იცვლება, ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა გაჩერდა და წინ გზა ჩახერგილია!!!

ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ჩვენც ვდგავართ ერთ ადგილას გაყინულები და არც არაფერს ვაკეთებთ, მხოლოდ ერთმანეთს ვუყურებთ სიძულვილით, ბოღმით და ცარიელი უსულო თვალებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42