ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, მისი გამოყენება კი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს - გაბუნია
COVID-19 - 13:50, 02 Apr, 2021     1413

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" შემოვა, მისი გამოყენება კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.გაბუნიას თქმით, ჩინური ვაქცინა ისეთივე ადგილს დაიკავებს ვაქცინაციის პროგრამაში, რაც სხვა ვაქცინებს უკავიათ:

"ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ხვალ ჩამოვა. ამ ვაქცინას ევროპის ქვეყნებიდან ძალიან ფართოდ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობები +2 +8 გრადუსია. რაც შეეხება ავტორიზაციას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე „მოდერნასაც“ არ აქვს ავტორიზაცია, თუმცა ბევრი ქვეყანა იყენებს. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებია მითითებული „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „მოდერნასთვის“. დღეს ბაზარზე, გლობალურად, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის რთული, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. იმ დაშვებით, რომ „სინოფარმი“ აპრილის ბოლომდე მიიღებს ავტორიზაციას, ამიტომ შევიძინეთ. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე გახდეს ცნობილი.

ამდენად, არჩევანის უფლებაც იგივე რეჟიმში განხორციელდება, როგორც ეს ხდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, ლიმიტირებულ ფარგლებში, ბუნებრივია. ყველა სხვა წესი, რაც სხვა ვაქცინებზე მოქმედებს, იმუშავებს „სინოფარმისთვისაც“. 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი „სინოფარმის“ სასარგებლოდ. „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის ჩვენ მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა, გარკვეული პერიოდი დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას - ვსაუბრობთ ორ კვირაზე. სტატუსის მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში", - განცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42