დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ის გამაგრებითი სამუშაოები, რასაც თბილისის მერია ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის მეწყრული ზონის ტერიტორიაზე ახორციელებს, არასწორი და საშიშია. გოდოლაძის განმარტებით, ფერდის დაშლა უკვე დაწყებულია და მისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო მერიამ მიწის "მოხსნის" სამუშაოები:
"სად ნახეს, რომ 800 კუბური მეტრი მიწის დაცვა ამ ფორმით შეიძლება, გაოგნებული ვარ. არ ვიცი რას აკეთებენ, ტრაქტორით დგანან მოძრავ მეწყერზე, მე ასეთი კამიკაძეები ცხოვრებაში არ მინახავს. ფერდი დაშლა არის ფაქტობრივად დაწყებული, რაღაც საინტერესო საინჟინრო გადაწყვეტილებებია, რომელთა ავტორებიც ჯერ ვერ დავადგინეთ, გერმანელები მსგავს სისულელეს არ იტყოდნენ", - განაცხადა გოდოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები