პოზნერი თავდაპირველად, რუს შოუმენებთან ერთად, სასტუმრო "ვინოტელს" სტუმრობდა, ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. მას სასტუმრო პროტესტის ფონზე დაატოვებინეს. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.
ცნობილია, რომ სასტუმრო "ვინოტელი" ბიზნესმენს, "ქართული ოცნების" წევრს ბენო ქაშაკაშვილს ეკუთვნის. როგორც ქაშაკაშვილმა "რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები 35-კაცამდე იყვნენ და მათ შორის მხოლოდ 2 ადამიანი იცნო: თავად პოზნერი და რუსეთში მცხოვრები ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე. "ყველაზე ცნობილი მათ შორის ჩემთვის ნიკა ცისკარიძე იყო", - განაცხადა ქაშაკაშვილმა.
„ცისკარიძე პოზნერს დაბადების დღეს "ინსტაგრამის" საშუალებითაც ულოცავს და წერს:
"ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ძალიან ვამაყობ თქვენი ყურადღებით. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი აზრი. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა და მაქვს პატივი თქვენთან მქონდეს ურთიერთობა. გისურვებთ, რაც შეიძლება დიდხანს გქონდეთ ძალა და სურვილი შეკრიბოთ დიდი კომპანია და იმხიარულოთ. გეხვევით თქვენ და თქვენ ნადიუშას. ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის თქვენი კოლია...“
მასალის გამოყენების პირობები