რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი საქართველოში რუსი პროპაგანდისტის და პუტინის მეგობრების ვიზიტს ტელეგრამზეც ეხმაურება და აცხადებს, რომ "პოზნერმა გაცილებით უფრო მეტი იცის საქართველოს შესახებ, ვიდრე ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაზე გამოდიოდნენ".
"ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პოზნერთან, მირანდა მირიანაშვილთან და ვასილ წერეთელთან ერთად ვვახშმობდი, ბატონი ვლადიმირი მოხარული იყო იმის, გამო რომ ჩვენი ქართული საუბარი ესმოდა. პოზნერმა საქართველოს შესახებ კიდევ უფრო მეტი იცის, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებმაც სასტუმროს მიმდებარედ უპატივცემულობა და პროტესტი გამოხატეს მის მიმართ“, – წერს თინა კანდელაკი.
ამავე თემაზე: "მრცხვენია..ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს" - კანდელაკი
მასალის გამოყენების პირობები