"ვლადიმერ პოზნერისთვის ასეთი დახვედრა მოულოდნელი იყო, მას ცუდი რეაქცია ჰქონდა. ეს იყო ძალიან მძიმე ღამე. სტუმრები წავიდნენ და ისინი აღარ დაბრუნდებიან", – ამბობს "ვინოტელის" მესაკუთრე , ბენო ქაშაკაშვილი , რუსულ გამოცემასთან.
მისი თქმით, პოზნერი თბილისში ხშირად ჩადის. მან მხოლოდ გასული წელი გააცდინა პანდემიის გამო.
ჟურნალისტის კითხვას – რატომ დაარღვია "კომენდანტის საათის“ წესი და რატომ მუშაობდა იმ დროს რესტორანი, ქაშაკაშვილი პასუხობს, რომ ეს პოზნერის და მისი თანმხლები პირების გვიანი სტუმრობის გამო მოხდა. თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთ მაღალ ჯარიმას არ იმსახურებდა.
აქვე გეტყვით, რომ შრომის ინსპექციამ "ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმა - პოლიციამ თავად ჟურნალისტი და მისი თანმხლები 30 ადამიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩასულ ვლადიმერ პოზნერს სამოქაქლაქო აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ, ვინაიდან საქართველოს კარგად ახსოვს ჟურნალისტის განცხადებები რომ „აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი“. აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროს, სადაც ჟურნალისტი იყო გაჩერებული. პოზნერი იძულებული გახდა ქვეყანა დროზე ადრე დაეტოვებინა.
შეგანხსებთ, რომ გუშინ , 31 მარტს, საქართველოში რუსი პროგპაგანდისტი , ვლადიმერ პოზნერი, და პუტინის მეგობრები დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდნენ.
პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტეს აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა- მათ გუშინ საღამოსვე აქცია გამართეს სასტუმრო "ვინოტელთან“, სადაც პუტინის მეგობრები ვახშმობდნენ.
პოზნერი და მისი სტუმრები თბილისში დარჩენას 3 აპრილამდე აპირებდნენ, თუმცა განითარებული მოვლენების გამო, ქვეყანა დილაადრიან დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






