აქცია საპატრიარქოსთან - პეტრე ცაავა მხარდამჭერებთან ერთად პატრიარქის ნახვას ითხოვს
საზოგადოება - 15:26, 01 Apr, 2021     1289

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ბერ-მონახონ ანდრია სარიასთან და მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან მივიდა და ილია II-სთან შეხვედრა მოითხოვა. ცაავას განცხადებითმ, ქართველი ერი არ დაუშვებს, რომ პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიას სუდარა გადააფარონ. მან პატრიარქი ეროვნულ მოძრაობასთან წინააღმდეგობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პატრიარქს ერთიანი საქართველოს რეფერენდუმისთვის ხმა არ მიუცია:

"თქვენ თითქოს სუდარაგადაფარებული ჩაიბარეთ ეკლესია და მოახდინეთ სასწაული, რომ ააღორძინეთ... აი, დღევანდელი მოვლენები ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე, ასევე ის, რომ უდანაშაულო მღვდელი გიზით საპყრობილეში და თქვენი პირადი პატიმარია, თქვენ ვერ დაიცავით 1983 წელს უდანაშაულო მღვდელი დახვრეტისგან. თქვენ, რა თქმა უნდა, 9 აპრილის ღამეს ვერ დაიცავით ქართველი ერი განსაცდელისგან.

გუშინ იყო რეფერენდუმის დღე ერთიანი საქართველოსი, რომლისთვის თქვენ ხმა არ მიგიციათ და წინააღმდეგი იყავით ეროვნული მოძრაობისა... თქვენ დაუშვით, რომ წმინდა სამების ტაძრიდან გაგესვენებინათ უმძიმეს ცოდვაში ოფიციალური ბრალდებით მხილებული ადამიანი, ეს იყო დიდი დანაშაული, და თუ ეს ასე არ იყო, მაშინ თქვენ უნდა გემხილებინათ მკვლელი ხელისუფლება. თქვენ სამების კურთხევა გადაწყვიტეთ 2004 წლის გიორგობის დღესასწაულზე, ვარდების რევოლუციის 1 წლის თავზე, რითაც თქვენ ბოლომდე მხარდაჭერა გამოხატეთ, ქედი მოიხადეთ, თქვენი შეპყრობილობა და შიში აჩვენეთ და ამით ეკლესიის მამხილებელი სიტყვა დაასამარეთ.

დღეს, როდესაც პირადი პატიმარია დეკანოზი მამალაძე და მას არ ათავისუფლებთ, დღეს, როდესაც თქვენი მონა-მორჩილი უსამართლოდ განმაყენეთ და გამომაძევეთ ეპარქიიდან, ქართველმა ერმა უნდა გაიგოს და განსაკუთრებით პოლიტიკურმა სპექტრმა, რომ არ იქნება თავისუფალი ერი, სადაც უზნეო ეკლესია წინამძღოლობს, უზნეო საპატრიარქო და ეკლესიის წარმომადგენლები. მძიმე ცოდვის მიმდევარი სასულიერო პირები და არანაირი წინააღმდეგობა არაა, პირიქით წახალისებაა და ლამის იქამდე მიდის, რომ ამ ცოდვის ქვეშ თუ არაა ადამიანი, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი კურთხევა.

ქართველი ერი არ დაუშვებს, რომ თქვენ საქართველოს ეკლესიას სუდარა გადააფაროთ,რომ ეკლესიაში თქვენი მსგავსი,მიტროპოლიტ სტეფანეს მსგავსი, მთავარეპისკოპოს იაკობის მსგავსი მართავდნენ და წარმოადგენდნენ ეკლესიის სახეს," - განაცხადა პეტრე ცაავამ.

საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42