ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და ინიციატივით გამოდის:
"ინიციატივა მაქვს ამგვარი: კანონი მივიღოთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოზე უფროსი რუსი სტუმარი არ დაიშვება და თუ 30 წელზე უფროსს ვინმეს ძალიან, ძალიან, ძალიან გულით უნდა, რომ აქ ისეირნოს, შემოსვლამდე საზღვარზე ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას.
სანამ ტანკები დგას აქ და მოქალაქეებს გვიხვრეტენ, პოლიტიკურადაც კორექტული იქნება და ეკონომიური და ჰიგიენურიც ამავე დროს. კვერცხების ტყაპა-ტყუპი აღარ ატყდება“, – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ , 31 მარტს, საქართველოში რუსი პროგპაგანდისტი , ვლადიმერ პოზნერი, და პუტინის მეგობრები დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდნენ.
პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტეს აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა- მათ გუშინ საღამოსვე აქცია გამართეს სასტუმრო "ვინოტელთან“, სადაც პუტინის მეგობრები ვახშმობდნენ.
პოზნერი და მისი სტუმრები თბილისში დარჩენას 3 აპრილამდე აპირებდნენ, თუმცა განითარებული მოვლენების გამო, ქვეყანა დილაადრიან დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები