გუშინ , 31 მარტს, საქართველოში რუსი პროგპაგანდისტი , ვლადიმერ პოზნერი, და პუტინის მეგობრები დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდნენ.
პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტეს აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა- მათ გუშინ საღამოსვე აქცია გამართეს სასტუმრო "ვინოტელთან“, სადაც პუტინის მეგობრები ვახშმობდნენ.
პოზნერი და მისი სტუმრები თბილისში დარჩენას 3 აპრილამდე აპირებდნენ, თუმცა განითარებული მოვლენების გამო, ქვეყანა დილაადრიან დატოვეს.
სამოქალაქო ატივისტების თქმით, ვლადიმერ პოზნერი აეროპორტში ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გააცილა და ამის მტკიცებულებად, მათ ფოცხიშვილის ფოტოც გაავრცელეს.
თავად ფოცხიშვილი ამ ბრალდებას უარყოფს:
"– პოზნერი ჩემს ცხოვრებაში თვალით არ მყავს ნანახი, შეიძლება ტელევიზორში მყავს ბავშვობაში ნანახი, მასთან სხვა არანაირიშეხება არ მქონია მასთან.
– ერთ-ერთმა სამოქალაქო ატივისტმა თქვენი ფოტო გაავრცელა, იმ დროს აეროპორტში მართლა იმყოფებოდით?
– იმ დროს უბრალოდ აეროპორტში ვიყავი, პოზნერი არც კი მინახავს" , - გააცხადა ფოცხიშვილმა "პრაიმ ამბებთან".
მასალის გამოყენების პირობები