ჟურნალისტი , ნანუკა ჟორნჟოლიანი, ეხმაურება რუსი პროპაგანდისტის და პუტინის მეგობრების საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოსვლას.
მისი თქმით, პუტინის მეგობარს საქართველო მარტო ელარჯი რომ ჰგონია, ამიტომაც შეაზილეს სახეში.
"პოზდნერმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ქართველებს ეზიზღებოდათ აფხაზები, ისინი მათ მაიმუნებად თვლიდნენ და აფხაზებს ერთი სული ჰქონდათ როდის იცხოვრებდნენ ქართველების გარეშეო.
აი, ამის მთქმელს მოუნდა ყველა რეგულაციის და კანონის დარღვევით, საქართველოს დედაქალაქში პომპეზური დაბადების დღის გადახდა. პუტინის მეგობარს საქართველო მარტო ელარჯი რომ ჰგონია, ამიტომაც შეაზილეს სახეში.
მე იმაზე მეშლება ნერვები, რუსების საქართველოში ბლტაობას მარათონი რომ შეეწირა. ასმაგად გაბრაზებული ვარ“, – წერს ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე".
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა.
სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმრო "რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და კვერცხები დაუშინეს - ამ დილით, კი პოლიციის კორდონით "გააცილეს" რუსი პროპაგანდისტები.
მასალის გამოყენების პირობები