კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის 27 წლის შვილმა თავი მოიკლა
საზოგადოება - 00:15, 01 Apr, 2021     7579

კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის 27 წლის შვილმა თავი მოიკლა - 27 წლის თორნიკე ორაგველიძე სასჯელს ქუთაისის N2 დაწესებულებაში იხდიდა, სადაც მას შემდეგ, რაც დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულდა.

პენიტენციურ დაწესებულებაში აღნიშნული ინფორმაცის ადასტურებენ:

N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.) საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით 2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა.

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი“, – აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42