"თამაშის ეს წესები შემოიღო ხელისუფლებამ, რომ უნდა მოვგუდო ყველა არხი" , - ასე ეხაურებიან ჟურნალისტები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეა საუბარი და ჩამოთვლილია ყველა ის პრობლემური პუნქტი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ჩარევისა და ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.
"თამაშის ეს წესები შემოიღო ხელისუფლებამ, რომ უნდა მოვგუდო ყველა არხი და სადაც გაუვიდა გაუვიდა, სადაც არ გაუვიდა იმ არხების მიმართ, იმ ჟურნალისტების მიმართ, საჯარო გამოსვლებში თესავს შუღლს", - ამბობს ჟურნალისტი ვახო სანაია.
"ეს მთლიანობაში ქმნის უმძიმეს სურათს. ვერ ვიტყოდი, რომ 100%-ით, მაგრამ დიდწილად ასახავს იმ მძიმე რეალობას, სადაც არის დღეს ქართული მედია"- ამბობს ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილმა.
"ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება იყენებდა პოლიტიკურ ტერორს და დევნას ჩემი ოჯახის მიმართ. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ტვ პირველი გაეჩუმებინათ და დაეტერორებინათ. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერს ამერიკის სახდეპმა თავისი სახელი",- ამბობს ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი
მასალის გამოყენების პირობები






