ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი, რომ კორონავირუსის ე.წ. ლაბორატორიული წარმოშობის ვერსია საბოლოოდ გამოირიცხოს. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია უხანის ბიოლაბორატორიებში უფრო ღრმა და საფუძვლიანი გამოკვლევა ჩატარდეს.
მისი თქმით, ეს ვერსია ყველაზე ნაკლებალბათურია, თუმცა, ჯანმოს ახალი მისიები იქნება საჭირო, რომელიც უფრო ვიწროსპეციალიზაციის ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს.
"ჩვენ ჯერჯერობით ყცველ;ა ჰიპოთეზას განვიხილავთ", - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ იანვარში ჩინეთში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მყოფმა ჯანმოს მისიამ დადო დასკვნა, რომ ყველაზე მაღალაბატური ვერსიაა, რომ კორონავირუსის გავრცელება ღამურიდან ადამინზე რომელიღაც სხვა ცხოველის "გავლით" მოხდა. ამასთან ჯანმო აცხადებს, რომ მაისიას ჰქონდა პირველად მონაცემებზე წვდომის პრობლემები.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცახდებს, რომ მას დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი ეპარება.
"ჩვენ სერიოზული კითვები გვაქვს ამ დასკვნის მომზადების მეთოდოლოგიასა და პროცესთან. მათ შორის ის, რომ პეკინი, როგორც ჩანს ეხმარებიდა ამ დასკვნის დაწერაში," - აცხადებს ბლინკენი CNN-თან უნტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






