თსუ ალმანახ "პირველი სხივის“ სამეცნიერო განხილვა თსუ-ში
საზოგადოება - 16:37, 31 Mar, 2021     1518

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივი“ პირველი ნომრის სამეცნიერო განხილვა გაიმართა.

ალმანახში გამოქვეყნებული ნამუშევრები კრიტიკოსებმა ნინო ქუთათელაძემ, სალომე კაპანაძემ, გოჩა კუჭუხიძემ, ადა ნემსაძემ და თამარელა წოწორიამ განიხილეს.
16 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი "პირველი სხივი" სხვადასხვა თაობის 50-მდე ავტორის შემოქმედებას აერთიანებს. პირველ ნომერში თავმოყრილია როგორც ახალგაზრდა შემოქმედების, ასევე უკვე ცნობილი პირველსხიველების ნაშრომები. სიმბოლურია, რომ ვიკრიბებით ყოფილ 93-ე აუდიტორიაში, სადაც ბევრმა პოეტმა, მწერალმა, კრიტიკოსმა ფეხი აიდგა და ასეთი სიმბოლოები სამწუხაროდ, ძალიან ცოტა შემოგვრჩა. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა ამ ინიციატივამ, რასაც ადასტურებს აქ შეკრებილი არამარტო ახალგაზრდა, არამედ ძველი თაობის წარმომადგენლები. ეს არის მართლაც ერთობა და ძალიან მიხარია, რომ რედაქტორის დაპირებით და ინიციატივით პირველი ტომი გაგრძელდება და ჩვენ გვექნება საშუალება წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ მივცეთ ახალგაზრდა მწერლებსაც და გამოცდილ მწერლებსაც თავიანთი ნაწარმოებები გააცნონ საზოგადოებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც მოისურვებს წერას.
“ - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მწერალ როსტომ ჩხეიძის აზრით, ალმანახის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო უნივერსიტეტისთვის, არამედ ქართული კულტურის სფეროსთვის. „პირველი ნომერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ლიტერატურულ ცხოვრებაში შემოსული მრავალმხრივ ფასეული გამოცემა. დღევანდელ განხილვაში მონაწილეობდა ხუთი კრიტიკოსი, მათ ცალ-ცალკე შეაფასეს პირველ ნომერში წარმოდგენილი ნაწარმოებები. არ გამოტოვეს არც ახალგაზრდა, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა და არც გამოცდილი შემოქმედი, რომელიც დაფასებული და აღიარებულია, რაც ძალიან მოსაწონი გადაწყვეტილებაა რედაქტორისა, რომ გვერდი გვერდ წარმოაჩინა გამოჩენილი სახეები და ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ეს იქნება დაოდტატების სკოლა.“ - განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

2018 წლის ბოლოს თსუ-ში ცნობილი სტუდენტური ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ აღდგენის შემდეგ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ განახლდება ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემაც. ლიტერატურული ალმანახი ტრადიციულად ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„პირველი სხივის“ პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. მისი ინიციატორი უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორი ნიკო კეცხოველი იყო. ალმანახში უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის წევრების ალმანახის ახალი ნომერი ყოველ წელს გამოდიოდა. 2004 წლამდე „პირველი სხივის“ 30 ნომერი დაისტამბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42