"2 დღეა , რაც გაუვიდა შემაკავებელ ორდერს ვადა, ამიტომ გაბედა და მივიდა მაღაზიაში " - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი მაღაზიაში დასაქმებულ შვილთან მიიჭრა და ძალადობას ცდილობდა
კრიმინალი - 12:48, 31 Mar, 2021     1515

რუსთავში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შუახნის კაცი მაღაზიაში დასაქმებულ შვილთან მიიჭრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურ ძალადობასაც ცდილობდა.

ინფორმაციას “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მამაკაცი აგრესიას მაღაზიაში მყოფი სხვა პირების მისამართითაც გამოხატავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი შვილზე ფიზიკურად ძალადობას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მყოფმა ადამიანებმა არ მისცეს.

ინცინდენტის შემდეგ შეუძლოდ გახდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის შვილი. გოგონას დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა.

როგორც მამაკაცის მეუღლემ, ხათუნა წიქარიშვილმა განაცხადა, კაცის მხრიდან ოჯახის სხვადსხვა წევრი ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა. ხათუნა წიქარიშვილის თქმით, მამაკაცს გოგონასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა, თუმცა შემაკავებელ ორდერს ვადა 2 დღის წინ გაუვიდა.

“მე რომ დამიკავშირდნენ მითხრეს, რომ თქვენი მეუღლე არის მაღაზიაში მოსული, არის ძალიან მთვრალი და შეურაცხყოფას აყენებს მაღაზიის გამყიდველსო. ჩემი გოგო მაგ მაღაზიაში მუშაობს დამხმარედ. ჩემს გოგოს და გამყიდველს აყენებდა შეურაცხყოფას. იღებდა მაცივრიდან ლუდის ბოთლებს და იქვე ლეწავდა. რომ ჰკითხეს, რატომ აკეთებდა, მერე ფული შეუყრია სახეზე, გავტეხე რა მოხდაო. ამ დროს ადამიანები მისულან. არ ვიცი, რომელს მოჰკიდა ხელი, ჯანჯღარი დაუწყო, აგინა, ლანძღა ყველა ვინც შევიდა მაღაზიაში, რომ გამოეყვანათ მაღაზიიდან. ყველაზე იწევდა. როცა სვავს ყოველთვის მასეა.

შემაკავებელი ჰქონდა ჩემს გოგოზე გაკეთებული. 2 დღეა , რაც გაუვიდა შემაკავებელ ორდერს ვადა. ამიტომ გაბედა და მივიდა მაღაზიაში.

შემაკავებელი ორდერი იმიტომ ჰქონდა გამოწერილი, რომ 1 თვის წინ მოვიდა სახლში მთვრალი შუაღამისას, ჩხუბობდა, ყველას გვეჩხუბებოდა. სკამი აიღო და ჩემს დიდ გოგოს ურტყამდა. ამ ერთი თვის მანძილზე ჩვენთან არ ცხოვრობდა. მაგრამ გუშინ საღამოს დამირეკა ჩემმა მეუღლემ და დამემუქრა მოკვლით, მოგკლავთ და გადაგწვამთო. მე ვითხოვ, რომ სანამ სასამართლო დამთავრდება, მანამდე დაიჭირონ, შემდეგ კი სასამართლოც მიუსჯის სასჯელს“, – განაცხადა ხათუნა წიქარიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42