აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ონლაინ ღონისძიებები გრძელდება, შემდეგი შეხვედრა დღეს,31 მარტს,20:00 საათზე – Zoom-ში გაიმართება, პარალელურად მოხდება Facebook-ის ლაივსტრიმი გვერდზე: https://www.facebook.com/ProductTankTbilisi
შეხვედრის თემაა "პროდუქტების მენეჯმენტი როგორც პროფესია".
ღონისძიების სპიკერები ისაუბრებენ, თუ რას ნიშნავს, იყო პროდუქტ-ოუნერი (Product Owner), პროდუქტის დიზაინერი, UI/UX დიზაინერი, როგორია მათი სამუშაო დღე, კვირა, თვე და რა პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული აღნიშნული პროფესიები.
წარმოგიდგენთ ღონისძიების სპიკერებს:
ნანა გიგლემიანი, პროდუქტის დიზაინერი, Algolia
ნანა 2017 წლიდან მუშაობს UX დიზაინზე, ინფორმაციის ვიზუალიზაციაზე და ინფორმაციის არქიტექტურაზე სხვადასხვა პროდუქტისთვის. ამჟამად ის მუშაობს Algolia-ში. Algolia ქმნის Search API-ის და Search-თან დაკავშირებულ ხელსაწყოებს, რათა ნებისმიერ კომპანიას და პროდუქტს მისცეს საშუალება, ჰქონდეთ სწრაფი, რელევანტური და მარკეტის შესაბამისი საძიებო სისტემა.
მოხსენების თემაა: „დიზაინ პროექტის მენეჯმენტი პროდუქტის შექმნის პროცესში“
1. რა არის დიზაინ პროექტი პროდუქტის კონტექსტში
2. დიზაინ პროექტის მსვლელობა და ეტაპები
3. საჭირო "მაინდსეტი" პროექტის მსვლელობისას
გუა ტაბიძე, ფრონტ-ენდის პროდუქტების ხელმძღვანელი (Front-end PO), Adjarabet.com
გუა Adjarabet.com-ში გატაცებულია იმით, რომ სიღრმისეულად ჩაწვდეს თუ რატომ იყენებენ მომხმარებლები პროდუქტ(ებ)ს ისე, როგორც იყენებენ და როგორ შეუქმნას მოტივაცია ან დაარწმუნოს ისინი, რომ უფრო ხშირად შეიქმნან პასუხისმგებლიანი გართობის გამოცდილება.
გუა დაგვაფიქრებს პროდუქტის მენეჯმენტის სხვადასხვა მოდელებზე:
ა) აუქციონისტი / მთარგმნელი
ბ) "ბექლოგის" ხელმძღვანელი
გ) კონტექსტის შემქმნელი / კატალიზატორი.
* როგორ შეიძლება გაუმჯობსდეს შედეგები ა,ბ ან გ მიდგომის გამოყენებისას?
* როგორ შეიძლება გადანაწილდეს ეფექტურად პროდუქტის მენეჯმენტის დრო ა, ბ ან გ-ზე?
ტატო მამულაშვილი, პროდუქტის დიზაინერი
ტატოს აქვს გამოცდილება ლიდერშიფსა და პროდუქტის დიზაინში და მუშაობს მრავალფეროვან პროდუქტებზე. ტატო ყველა პროდუქტში თავის მაქსიმუმს დებს. იგი სწავლობდა შავი ზღვის უნივერსიტეტში, რა დროსაც თავად დაიწყო დიზაინის შესწავლა, შემდეგ კი სწრაფად განვითარდა ამ მიმართულებით. ტატოს უკვე 6-წლიანი გამოცდილება აქვს და უმუშავია ბევრ საინტერესო პროექტზე, ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Adjaranet.com, Credo Bank, Feedc.com, yoreevo და სხვა. პარალელურად ის მუშაობს ფრილანსერად საერთაშორისო პროექტებზე.
ტატოს გამოსვლის თემაა: „პროდუქტის მენეჯმენტი და გუნდის მართვა“
გამოსვლაში ტატო განიხილავს სხვადასხვა საკითხს: გუნდთან კომუნიკაცია და საერთო მიზნების დასახვა, პროდუქტის დიზაინერის როლი, პროდუქტის შექმნა და პროექტზე მუშაობის პრინციპები, რჩევები დამწყებებს და მისი პირადი გამოცდილების გაზიარება.
ნინო დარახველიძე, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, საქართველოს ბანკი
ნინოს აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტხნიანი გამოცდილება. ბოლო 5 წლის მანძილზე მას ეკავა პროექტებისა და პროდუქტების მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა პოზიცია საქართველოს ბანკში.
გამოსვლის თემა: „1 პროდუქტი - 3 პერსპექტივა/ PO-ს 1 დღე საქართველოს ბანკში“
ნინო ისაუბრებს დიდ პროექტებზე სხვადასხვა პოზიციიდან მუშაობის განსხვავებულ ასპექტებზე და შეეცდება, დეტალებში დაგვანახოს პროდუქტის მფლობელის პოზიციის გამოწვევები და უპირატესობები.
გამოსვლების და პანელური დისკუსიის შემდეგ, Zoom-იდან და Facebook ლაივიდან გადავინაცვლებთ Wonder-ზე, რომელიც არის სპეციალური პლატფორმა ვირტუალური ნეთვორქინგისთვის.
ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას meetup.com-ზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/277176357/
ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის, WiFisher-ის და GIFFER-ის პარტნიორობით.
მასალის გამოყენების პირობები