ზემო სამგორის მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე სარეაბილიტაციაო სამუშაოები მიმდინარეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:07, 11 Dec, 2013     2802

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაიციო სისტემების კომპანია ზემო  სამგორის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის თბილისის წყალსაცავზე, ქვემო მაგისტრალური და გამანაწილებელი არხის, ასევე II რიგის გამანაწილებლების რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული  კომპანია შპს „კალასი“ ასრულებს.

პროექტის ღირებულებაა 9 497 013 ათასი ლარი. დღეისათვის უკვე შესრულებულია 403 662 ლარის ღირებულების სამუშოები. ამ ეტაპზე,  დაახლოებით 3 ათასი ჰა მიწის სავარგულის მორწყვაა შესაძლებელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის 13 სექტემბერს დაიწყო და მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი იქნება გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფლების -  გამარჯვების, ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფელის, ლემშვენიერას, ნაგების,  ვაზიანის, სართიჭალის, ლილოს დასახლების  8 ათასი  ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.  მოქმედ გამანაწილებლებთან ერთად, აღდგება  ისეთი გამანაწილებლებიც, რომელიც 15-20 წელია არ ფუნქციონირებს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ. 

                                ამჟამად საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია. ბოლო 20 – 25 წელია მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.  აღნიშნული ღონისძიებების  შედეგად საქართველოში წყალუზრუნველყოფილია  68.2 ათასი ჰა სავარგული. სულ გაიწმინდა  და  მოწესრიგდა  1077.5 კმ საირიგაციო არხი.                   

საერთო ჯამში შარშანდელთან შედარებით წელს, წლის ბოლომდე  სამჯერ მეტი ფართობი  გასარწყავდება.

სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის განხორციელება საშუალებას მისცემს ფერმერებს გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 40-50%-ით, შეიქმნება მოსავლის სტაბილურად მიღების შესაძლებლობა, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით გამოწვეული უარყოფითი პროცესების გავლენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42