პრემიერ-მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური გახსნეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:56, 11 Dec, 2013     3149

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერიმა/ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თურქეთთან დამაკაშირებელი 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზი და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ახალციხეს“ გახსნეს.

გახსნის ცერემონიას თურქეთის ენერგეტიკისა  და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავრობის ეკონომიკური გუნდი, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე, თურქ ბიზნესმენთა დელეგაცია  მონაწილეობდა, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციებს ახორციელებენ ან ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდ გეგმავენ.

თურქეთთან, კერძოდ ბორჩხას ქვესადგურთან დამაკაშირებელი 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზი და ახალციხის ქვესადგური „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში აშენდა. ქვესადგურში მუდმივი დენის ჩანართი (Back to Back) დამონტაჟდა, განხორციელდა ახალციხის, ზესტაფონისა და გარდაბნის ქვესადგურების ურთიერთმაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების “ვარძია 500” და “ზეკარი 500” მშენებლობა/რეაბილიტაცია.

პროექტი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” და მისმა შვილობილმა კომპანიამ “ენერგოტრანსი” განახორციელა: ახალციხის ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები “SIEMENS-Austria”-მ შეასრულა, მუდმივი დენის ჩანართის მონტაჟი _ „SIEMENS-Germany“-მ, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია კი _ ინდურმა კომპანია KEC International-მა.

ახალი გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის ოპერირებას „ენერგოტრანსი“ განახორციელებს.

„შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ ევროს შეადგენს. აქედან, ახალციხის 500/400/220 კვ ქვესადგურის მშენებლობასა და მუდმივი დენის ჩანართის მონტაჟზე 158,8 მლნ ევრო დაიხარჯა. პროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და საქართველოს მთავრობამ დააფინანსეს: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)80 მლნ ევრო; ევროპის საინვესტიციო ბანკი – 80 მლნ ევრო; გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) –100 მლნ ევრო; საქართველოს მთავრობა –53 მლნ ევრო და NIF–ის(ევროკავშირი) გრანტი– 8 მლნ ევრო.

პროექტის განხორციელების სამუშაოები 2010 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, ხოლო 2013 წლის აპრილში დასრულდა. მუდმივი დენის ჩანართის (HVDC) ტესტირება მიმდინარე წლის ნოემბერის ბოლოს დამთავრდა.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა. მსოფლიოში რამდენიმე ქვეყნის ენერგოსისტემებში გამოყენებულია ანალოგიური ტიპის ჩანართი (HVDC). მუდმივი ძაბვის თითოეულ ჩანართში შედის გამმართველი და ინვერტორული სადგურები, რომლებზეც 500 კვ ცვლადი დენი გარდაიქმნება მუდმივ დენად, ხოლო შემდეგ კვლავ ცვლად, მაგრამ უკვე 400 კვ ძაბვის დენად, რომელიც მიეწოდება თურქეთს.

ახალი გადამცემი ხაზი თურქეთთან ერთიან ენერგეტიკულ სისტემას შექმნის, ამასთან თურქეთსა და  ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებს გაზრდის.ასევე, უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას, ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას; სამხრეთ საქართველოს რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების იმედიანობის გაუმჯობესებას; ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებას; ელექტროენერგიის კარგვების მნიშვნელოვანი შემცირებას.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ახალი ინტერკონექციის გახსნის შესახებ (500/400/220 კილოვოლტიანი ახალციხის ქვესადგური და 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ახალციხე-ბორჩხა“.

გარდა ამისა, TEIAS-ის ხელმძღვანელმა ქემალ ილდირმა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ ხელი მოაწერეს შეხვედრის ოქმს - თურქეთისა და საქართველოს ენეგოსისტემებს შორის შემდგომი ინტერკონექციის დაგეგმვის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42