სანამ ახალი კვლევების შედეგები არ გვექნება, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება - "ENKA"-ს აღმასრულებელი დირექტორი
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:48, 30 Mar, 2021     1422

კომპაია "ENKA"-მ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესია გამართა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, საერთაშორისო ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ფოკუს-სესიაზე განიხილეს პროექტის ამჟამინდელი სტატუსი და ის გამოწვევები, რაც ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებად იქცა საზოგადოებისთვის. ღონისძიებაზე გაჟღერდა მნიშვნელოვანის სიხალეები და ინვესტორის გეგმები.

როგორც "ENKA"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა, იმისათვის, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეთა განწყობა დადებითად შეიცვალოს, საჭიროა კვლევები, რომელიც კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იქნება იმისა, რომ აღნიშნულ ადგილზე ნამახვანჰესის მშენებლობა უსაფრთხო და მნიშვნელოვანია:

"პირველ რიგში, მინდა განვაცხადო ის, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა მისი დამოუკიდებლობის დღიდან. ეს პროექტი არა მარტო ეკონომიკურად არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მას გააჩნია სასიცოცხლო მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, რომელიც დღეს რეალურად გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე.

პროექტის დაწყებამდე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ნებართვა, რომელიც აუცილებელი იყო ამ პროექტის განხორციელებისთვის. თუმცაღა, მისი გლობალური მასშტაბიდან გამომდინარე, მოხდა დამატებითი კვლევების ჩატარება, იმისათვის, რომ ეს პროექტი შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც ამ კონსორციუმის ჰქონდა თავისთვის დაწესებული.

სანამ არ იქნება არსებული კვლევები, კაშხლის მშენებლობას არ დავიწყებთ. ძალიან დიდი დრო მიაქვს ინფრასტრუქტურის მოწყობას, ძალიან დიდი დრო მიაქვს მოსამზადებელ სამუშაოებს. მშენებლობა არ არის დაწყებული ნამახვანზე, ამ ეტაპზე ჩვენ ვატარებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. დარწმუნებული ვარ, რომ შეჯერდება პოზიციები ყველა იმ მხარესთან, რომელიც არ მოქმედებს ვიღაცის დაკვეთით" - განაცხადა ლომინაძემ.

როგორც დეველოპერმა ირაკლი იაშვილიმა განმარტა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული აქციები საზოგადოებასთან არსებულ კომუნიკაციის ნაკლებობას უკავშირდება, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს მოსაგვარებელია:

"მე დავინახე საზოგადოების ჯანსაღი პროტესტის ნაწილი - ადამიანები განიცდიან ეკოლოგიურ ვითარებას, განიცდიან სოციალურ საკითხებს, რაც აბსოლუტურად გასაგებია. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია საზოგადოებასთან დაგვიანებულია, თავად ინვესტორი კომპანიაც ამას აღიარებს, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ინვესტორების საქმე არ არის სოციალური საკითხების მოგვარება, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა - როდესაც სახელმწიფო ინვესტორს მშენებლობის ნებართვას აძლევს, ეს ნებართვა უნდა მოიცავდეს ყველაფერს, მათ შორის საზოგადოების ინფორმირებას და მასთან კომუნიკაციას" - განაცხადა იაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42