მოსკოვთან ახლოს მდებარე ელიტურ სააგარაკო დასახლება "Новые Вешки"-ში ФСБ-ს, შსს-სა და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
როგორც რუსული მედიისთვის გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ერთერთ კოტეჟში მცხობვრების 1960 წელს დაბადებული მამაკაცი იარაღით უკანონო ვაჭრობას ეწეოდა.
მათ ეჭვმიტანილის მეუღლეს უწყება აჩვენეს და ეზოში დაუბრკოლებლად შევიდნენ, თუმცა ამ დროს მამაკაცმა, რომელიც სახლში ჩაიკეტა სამართალდამცავებს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი ფგაუხსნა და ორი ხელყუმბარა ესროლა.
მოსკოვის შს განყოფილების ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, თუმცა, მამაკაცს მძევლები ჰყავს აყვანილი. მოგვიანებით, მან ორი ბავშვი გაათავისუფლა და მხოლოდ ერთი მძევალი დაიტოვა.
უკანასკნელი ინფორმაციით, სპეცრაზმი სახლის შტურმისთვის ემზადება.
მასალის გამოყენების პირობები






