გამყრელიძე: სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება
COVID-19 - 13:57, 30 Mar, 2021     1464

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაუარესებულია ყველა ის მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს.

“მხედველობაში მაქვს ინციდენტობა, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები, 7, 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედი, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ. განსაკუთრებით დღეს, გვაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 673 და ქვეყანაში ჩატარებულია 31 ათასამდე ტესტი. ამ ფონზე 673 ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია”, – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ რეგულაციებზე კონტროლი არ გამკაცრდება, შეიძლება, სავალალო შედეგები დადგეს.

“აქედან გამომდინარე, თუ არ გამკაცრდა ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი ყველა იმ ღონისძიებებზე რაზეც ვსაუბრობთ, პირველ რიგში პირბადე, დისტანცია და განსაკუთრებით თავშეყრებისგან თავის არიდება, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, განმეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში. ამიტომ ყველას გთხოვთ, მათ შორის ტელევიზიებს, მეტი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს ეპიდსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები. ერთი მხრივ პრევენციული ღონისძიებების დაცვა და მეორე მხრივ გააქტიურება იმუნიზაციის პროცესის – სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42