დიდი ალბათობით, მასობრივ იმუნიზაციაზე ივლისიდან გადავალთ - გამყრელიძე
COVID-19 - 12:47, 30 Mar, 2021     2036

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისიდან, სავარაუდოდ, ქვეყანაში მასობრივი ინუმიზაცია დაიწყება. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდება.

გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, ეს საკმარისი მაინც არ არის:

„დღეს უკვე იცით, რომ ქვეყანაში „ფაიზერით“ აცრა დაიწყო. დილის მონაცემებით, ქვეყნის 6 კლინიკაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს, ადამიანები აქტიურობენ. გუშინ უკვე „ასტრაზენეკაზე“ ამცრელთა რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, თუ გუშინწინ სულ 70 იყო, გუშინ 700-ზე მეტი აცრილთა რაოდენობა იყო, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. დღეში სულ მცირე, 3 ათასი უნდა გვქონდეს ამ ეტაპზე, მარტ-აპრილ-მაისში, რომ ჩვენ ქვეყანაში ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. თანდათან მეტი ვაქცინა შემოვა. მეტი აქტიურობა გვინდა იმიტომ, რომ პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის.

დღეს ქვეყნის 6 კლინიკაში, თბილისში ოთხ და თითო-თითო კლინიკაში ბათუმსა და ქუთაისში „ფაიზერით“ აცრები დაიწყო. გრძელდება „ასტარზენეკაზეც“ აცრა, უფრო და უფრო აქტიურდება, მეტი მოწოდება და აქტიურობა გვჭირდება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად გაფართოვდეს.

იქნება არამარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა. ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის „ნოვავაქსის“ ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ამერიკული კომპანია და მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული „ასტრაზენეკას“ „მოდერნას“ „ფაიზერის“ ან ჩინურის ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება. „ნოვავაქსი“ არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. ჩვენ გარდა „კოვაქსისა“, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“ და ახლა მიმდინარეობს საუბარი დაახლოებთ მილიონი დოზა „ნოვავაქსის“ შესყიდვაზე. გარდა ამისა, ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს „ფაიზერთან“, არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერის“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან“ მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ & ჯონსონთან“. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში.

კოვიდვაქცინებს, განსხვავებით რუტინული ანუ კალენდარული ვაქცინებისგან, მეტი აქვთ გვერდითი მოვლენების ალბათობა. მხედველობაში მაქვს ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და ა.შ. ამიტომ, ისინი ტარდება ჰიოსპიტალურ დაწსებულებებში და ეს გაფართოვდება ყველა ჰოსპიტალში. ქვეყანაში არის დაახლოებით 200-ზე მეტი ჰოსპიტალი. გარდა ამისა, ივლისიდან გვინდა, რომ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, შეიქმნას მასობრივი აცრების ცენტრები, რომელთა გამტარუნარიანობა დღიურად იქნება 3000-4000 აცრა. ეს შესაძლებელი გახდება, როდესაც ქვეყანაში შესაბამისი მარაგები გვექნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42