ამ დროისთვის "ფაიზერის" ვაქცინით აცრის სურვილი 10 ათასზე მეტ ადამიანს აქვს დაფიქსირებული - ტიკარაძე
COVID-19 - 12:43, 30 Mar, 2021     1248

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროითვის "ფაიზერის" ვაქცინით აცრის სურვილი 10 ათასზე მეტ ადამიანს აქვს დაფიქსირებული. მისი თქმით, დაემატება შესაბამისი ვებ-გვერდები, სადაც მოქალაქეები დამატებით შეძლებენ რეგისტრაციას, რადგან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება:

„წინა დღეებში გვესმოდა ბევრი საყვედური, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მიზეზით იყო გამოწვეული, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოდული გახსნილი ჰქონდა მხოლოდ 14 აპრილამდე, რაც შეთანხმებულია საბჭოსთან და ჩვენი გეგმით შემდგომ ვხსნით ყოველ ორკვირიან მოდულს რიგის მართვისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაემატება საიტები და შესაბამისად, შემდეგი დღეების განმავლობაში მოქლაქეებს მიეცემათ საშულება, რომ დარეგისტრირდნენ 14 აპრილის ფარგლებში. დღეისთვის დარეგისტრირებულია 14 ათას 97 ადამიანი, რამდენადაც არის ჩემთვის ამ ეტაპისთვის ცნობილი. აქედან, 10 000-ზე მეტი არის „ფაიზერზე“ განხორციელებული რეგისტრაცია. ვაქცინაცია „ფაიზერზე“ ხორციელდება თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ამტელ ჰოსპიტალში“, ბოკერიას კლინიკაში და „კავკასიის ცენტრში“. ამ კონკრეტულ დაწესებულებებში უბრალოდ დაემატება ამცრელთა ჯგუფები და ასევე, ამცრელთა ჯგუფების სამუშაო საათები გაიზრდება, რის ხარზჯეც მოხდება დამატებითი მოცულობების და ჯავშნების განხორციელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42