ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ - ტიკარაძე
COVID-19 - 12:40, 30 Mar, 2021     1044

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მედიკოსები და ასაკობრივი ჯგუფები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ. ტიკარაძის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეებისთვის ვაქცინის დოზა შეზღუდული არ იქნება:

„ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი ვაქცინაციას შეძლებენ. მათთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება, რადგან ვთვლით, რომ ყველა პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან, მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს. დამატებითი სქემა, რაზეც შევთანხმდით, იგივე იქნება, რაც დანარჩენი მოქალაქეებისთვისაა.

ისინი უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავენ და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის და სურვილის დაფიქსირების შემთხევვაში გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ ვაქცინაციას.

ვიცით, დაახლოებით რა რაოდენობის სამედიცინო პერსონალია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყოფება. შესაბამისად, ჩვენ, რა თქა უნდა, მათთვის საჭირო დოზა გვაქვს გამოყოფილი - დაახლოებით 500 დოზამდე. პენსიონერებთან დაკავშირებითაც ხედვა მეტად მკაფიოა, რადგან ისინი საპენსიო შეღავათებით სარგებლობენ და მათთან მიმართებით საბჭოს აქვს ხედვა, რა დოზების მარაგი იქნება საჭირო, თუმცა ვინაიდან მათი რეგისტრაციის ვალდებულება ამ პროცედურაში ჩადებული არ არის, დოზებს არ შევზღუდავთ. ამასთან, ისინი ვაქცინაციის არჩევაში შეზღუდულები არ იქნებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42