პროდიუსერი, კახი მამულაშვილი იგივე მამულიჩა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კრიტიკოსებს პასუხობს.
„მეგობრებო!
„მხოლოდ ლელასთან“ გადაცემაში მონაწილეებზე ვუყურებ კომენტარებს, რა თქმა უნდა აზრის დაწერის უფლება ყველას აქვს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ადამიანები ძალიან ნერვიულობენ...
რეპეტიციებზე უკეთესები არიან, მაგრამ როცა უკვე გადაცემაში მღერიან ეტყობათ ნერვიულობა და ისე აღარ გამოსდით სიმღერა, იმიტომ რომ 80% არაპროფესიონალია.
ეს სოციალური პროექტია და რომ ღლიცინებთ და პროფესორობთ ზოგიერთები, მობრძანდით ბატონო და მიიღეთ მონაწილეობა, კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სმენა აქვს....
მადლობა ყველას ვინც აქამდე მიიღო მონაწილეობა, ჩამოვიდა რაიონებიდან და უპირველესად აისრულა თავისი ოცნება.
წარმატებები ყველა მონაწილეს თავიანთ ცხოვრებაში.
ჩემი პატივისცემა თქვენ“, - წერს მამულაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები