აბაშაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან, 3 საავადმყოფოდან გაიქცა -
“ორს მოვასწარი და დავაწერინე ხელწერილი, რომ თავიანთი სურვილით ტოვებენ კლინიკას. მესამემ არ დაწერა. თანხაც ჰქონდათ გადასახდელი. არ გადაუხდიათ ისე წავიდნენ. რისი თანხა, რა თანხაო, არ მაქვსო. სასწრაფომ ძალით წამომიყვანაო. კლინიკაში გადმოსაყვანი არაფერი არ მჭირდაო”, – აცხადებენ კლინიკა არქიმედეში.
მედიკოსების თქმით, ერთს წვივი ჰქონდა დაზიანებული. მეორეს გულმკერდის ტრამვა და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. მესამისთვის კი თავის კატეს გადაღება მოინდომეს, თუმცა ის ექიმებს არ დაემორჩილა და წავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






