დიდი დაპირისპირება ქართველ "კანონიერ ქურდებს" შორის- ვის დაარტყეს ხელი და ვინ იღებს გავლენას საბერძნეთის "კრიმინალურ დაჯგუფებაში"
კრიმინალი - 18:48, 29 Mar, 2021     72550

დიდი განხეთქილება "ქურდულ სამყაროში" - საბერძნეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდები" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მოხდა როგორც "თავისუფლებაზე", ასევე ციხეში მყოფ პირებს შორის. აღსანიშნავია, რომ ე.წ. "სხოდკამ" საკითხის მოგვარების ნაცვლად, ის უფრო გაამწვავა.

"სხოდკაზე", რომელიც ზაზა ამბროლაძეს (ზაზა კუტაისკი) მიჰყავდა, 46 წლის ზვიად პაპიაშვილის (ზვიადი) საკითხი იხილებიდა. პაპიაშვილი აცხადებს, რომ ის "სრულფასოვანი ქურდია", მიუხედავად იმისა, რომ ის "ქურდებმა" 2008 წელს თბილისში სცემეს და მას შემდეგ მას ამ პირებისთვის "პასუხი" არ მოუთხოვია.

ამ თავყრილობაზე ზვიადს თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ ფიზიკურად - მას 58 წლის ნიკოლოზ შალიბაშვილმა (კოკა) შეუტია და პაპიაშვილს არც ამჯერად გაუცია მისთვის პასუხი. ამის შემდეგ, ზვიად პაპიაშვილის კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ის "კანონიერი ქურდი" არ არის, სანამ ის ახალ "სხოდკას" არ მოიწვევს.

როგორც ცნობილია, ამ ინციდენტს შაქრო კალაშოვი (მალადოი) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "კოკა ტყუილად ხელს არავის დაარტყამდა".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ზვიადმა უარი უთხრა მერაბ ჯანგველაძეს (მერაბ სუხუმსკი) ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე. ამჟამად ზვიადს სულ უფრო და უფრო ცოტა გავლენიანი მომხრე ჰყავს, რაც "სახელის" აღდგენის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

"Прайм Крайм"-ი ასევე წერს, რომ სატელეფონო საუბრისას ერთმანეთს ახალგაზრდა "კანონიერი ქურდები" ფირუზ კავლელიშვილი (ფირო დმანისსკი) და ნოდო შუკაკიძე (ნოდო გლდანსკი) დაუპირისპირდნენ. პიროს პრეტენზიები ჰქონდა ნოდოსთან იმ ფაქტის გამო, რომ სააკაშვილის დროს, ის იმ ციხის ადნინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს, სადაც სასჯელს იხდიდა. თუმცა, ამ დროს შუკაკიძე "ქურდად" არ იყო აღიარებული. ანალოგიური ბრალდება კავლელიშვის ლაშა ბარათელთანაც (ჭია) აქვს.

შეგახსენებთ, რომ შუკაკიძე, ლაშა შუშანაშვილთან (ლაშა რუსტავსკი) და მერაბ ასანიძესთან (ჩიკორა) ერთად საბერძნეთში დააკავეს და 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

არანაკლებ მძიმე დღეშია თავად კავლელიშვილიც. "ღირსების აღდგენის" ფაქტმა - კვიპროსზე ადგილობრივი "კანონიერი ქურდის" მკვლელობამ, რომელმაც პიროს ხელი დაარტყა, "ქურდულ სამყაროში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ლევან ცინცაძე (კოსტა) მას ამ ქმედებას არ უწუნებს, რაზეც ფიროს კონტრპრეტენზია აქვს. ის ლანძღავს ლევანს, რომ მხარში არ უდგას "თანამემამულე-ქურდს" და იცავს მოკლულ კვიპროსელს.

"Прайм Крайм"-ის განცხადებით "ქურდული სამყარო" ალეგორიულად, დიდი ხანია აღარ წარმოადგენს "რვაფეხას", ის არის "გველი, რომელსაც საკუთარი კუდი უჭირავს პირში", მაგრამ არა ტრადიციული გაგებით, როგორც "უსასრულობის სიმბოლო", არამედ როგორც "გველი, რომელიც საკუთარ თავს ჭამს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42