ცნობილი ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე ორი შვილის მამაა - მას ცოტა ხნის წინ მეორე შვილი, ვაჟი, შეეძინა, რომელსაც კიტა დაარქვა, წყვილს უფროსი გოგონა, სესილია ჰყავს.
ტელეწამყვანი მის ყოველდღიურობასა და პირად ცხოვრებაზე "თბილისელებთან" საუბრობს:
"კიტა ძალიან დინჯი და მოკრძალებული ბიჭია. დასაც ჰგავს და დედიკოსაც და მამიკოსაც, მაგრამ ჩვენზე მშვიდია. ზედმეტად არ შეგაწუხებს, არც იტირებს. ძალიან ვცდილობ, ჩემს მეუღლეს კი არ მივეხმარო, ბავშვის აღზრდაში მივიღო მონაწილეობა და რაღაც გამოდის.
სესილიამ თავიდან ცოტა იეჭვიანა, მაგრამ ახლა მსგავსი არაფერია, პირიქით, ძალიან გვეხმარება კიტას აღზრდაში. ის უკვე დიდი გოგოა, ახლა სკოლა დაეწყო და უხარია… მღერის. ნუკრი კაპანაძესთან დადის და ძალიან უყვარს ეს პროცესი… ვოცნებობ, რომ ჩემმა შვილმა მსახიობობა არ მოინდომოს. რომ ვიცი, რა რთულია ამ სფეროში არსებობა, იმიტომაც მირჩევნია, სხვა გზას გაჰყვეს…“- აბბობს წულუკიძე.
მასალის გამოყენების პირობები