პოპულარული ჯგუფის , "რეზო და ბავშვების" , სოლისტი რეზო ბლიაძე მის დიაგნოზზე, სიმსივნის შესახებ საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, კონცერტების შემდეგ ძალიან გახდა და ეგონა, რომ ეს გადატვირთული გრაფიკის ბრალი იყო, თუმცა ექიმებთან მისულს, გამოკვლევების შემდეგ, პაპილარული კარცინომის დიაგნოზი დაუსვეს:
"არ დაპანიკდე, ეს არის სიმსივნე, მაგრამ არა ისეთი, რომელმაც შეიძლება, ადამიანი მოკლასო, მაგრამ როცა იგებ, რომ ყელზე გაქვს სიმსივნე და ხარ მომღერალი, სიგიჟეა. სიმსივნე – თვითონ ეს სიტყვა რომ გესმის, როგორც უნდა დაგაწყნარონ, რთულია, შენი თვალით კითხულობ, რომ დაავადება, პაპილარული კარცინომა სიმსივნეა. გადაწყდა, რომ საოპერაციო ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ექიმები გვყავს, მათ დამტოვეს ამ სამყაროში. უდიდესი მადლობა ქეთი ასათიანს, ლევან კალმახელიძესა და გიორგი ხარძიანს. ამ ადამიანებმა დამაყენეს ფეხზე და ხმაც შემინარჩუნეს“, აღნიშნავს მომღერალი "თბილისელებთან".
მასალის გამოყენების პირობები