საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევების მიხედვით, ქვეყანაში გასულ წელს ლომბარდებმა 322.8 მლნ. ლარის სესხი გასცეს, რომელთაგანაც 87,5% ფიზიკურ, ხოლო 12,5 % იურიდიულ პირებზეა გაცემული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით 2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო
საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია1
დაფიქსირდა.
აქედან 46.1 პროცენტი ქ. თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში,
14.0 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13.0
პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.
ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 14.3
მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 83.6 პროცენტი გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო
დანარჩენი 16.4 პროცენტი - უცხოურ ვალუტაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სალომბარდე სესხი 307 000 ადამიანს აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






