ტელეწამყვანსა და მსახიობ ბახვა ბრეგვაძესა და მუსიკოს მარინა ბერიძეს შორის სიტუაცია დაიძაბა - სიტუაციის გასანეიტრალებლად ჩაერია ალტისტი გიორგი ცაგარელი, რომელმაც ბერიძის შვილი ძალიან გააღიზიანა და საჯაროდ განუცხადა, რომ "მარაზმებს შეეშვას, რადგან ძალიან ტეხავს".
"ნიუპოსტი" ცაგარელის და ბერიძის შვილის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
"დედაჩემი და მამაჩემი მარინამ გააცნო ერთმანეთს. მერე დედაჩემმა მარინას რჩევით იმშობიარა გია მუჯირთან. პირველად რომგავიარე მარინამ დაინახა. მერე ჩემი პირველი სიტყვაც მარინამ მოისმინა. მარინამ
შემიყვანა მუსიკაზე. გერმანია და შვეიცარიაშიც მარინამ წამიყვანა სასწავლებლად. გიდონ კრემერთანაც მარინამ დამაახლოვა და კრემერატა ბალტიკაშიც მარინამ მომაწყო. მარინამ მომასმენინა და გამაცნო ბახი შუბერტი შონბგერგი სტრავინსკი მესიანი ლიგეტი შნიტკე და ა.შ. . გია ყანჩელიც და ნიკოლოზ რაჭველიც მარინამ გამაცნო პირადად.
ია, დათო შუღლიაშვილი და თამარ თოლორდავა სულ პატარა ვიყავი მარინამ რომ გამაცნო მანგლისში და მე პატარას ძალით მსვავდა ეზოში და მათ შესრულებულ ინოლას მასმენინებდა. შარშან ლენო რეკორდში ჩემ
დაბდღეზე, რომელიც ასევე მარინას ინიციატივით გადავიხადე, სადაც მე, ნიკამ და გიგაშამ ინოლას რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ რა თქმა უნდა მარინას რჩევა დარიგებით. მერე ზაფხულში წინანდალში გადაცემა აკუსტიკაში მარინამ წამიყვანა და მარინას ინიციატივით დავუკარი კაჩაროვთან, ეკო და ვინდასთან, ნატალია ბერიძესთან (მის ნათესავთან) ერთად.
(საერთოდ ყველა ჩემი კოლაბორაცია კორძით დაწყებული კაიკატათი დამთავრებული ნუ ალბათ უკვე ხვდებით ვისი იდეა იყო, დიახ მარინასი!!!) ამავე გადაცემის ფარგლებში, წინანდალში გიგაშა, ჯანგო, ნინი ნუცუბიძესთან და “ცაგარელი ენდ სტრინგთან” ერთად (ეს სახელიც ჩემი მარინას იდეაა, მგონი თვითონ გვარი ცაგარელიც მარინას მოფიქრებული უნდა იყოს, მაგრამ ერიდება და ხმამაღლა ვერ ამბობს, მხოლოდ ვიწრო წრემ იცის) შევასრულეთ ნიკას მიერ გაორკესტრებული ინოლას სიმღერა “მოვალ” რა თქმა უნდა მარინას თხოვნით.
ჩაწერის შემდეგ უცებ რომ მომაფიქრდა ინოლების თრიბიუთი გაგვეკეთებინა და შემოვიერთედ ანა დოი, ლიზა კერე და ბექა გოჩიაშვილი (რაც აბსოლუტურად არ არის რაიმე ორიგინალური იდეა, აქამდეც გაკეთებულა და არამხოლოდ ინოლასი, სულ კეთდება გენიალური კომპიზიტორების თრიბიუთები, ყველაზე არაგენიალური იდეაა), რა თქმა უნდა მარინას გენიალური იდეაა და თან ის კახეთის რესტორანი სადაც ეს იდეა გავაჟღერე მარინას რეკომენდაციით ავარჩიეთ. მენიუც მარინას დავეკითხეთ.
მეტი რომ აღარ გავაგრძელო ერთი ინფოთი მინდა გაგახაროთ!!! შვილისთვის სახელის დარქმევა მარინასთვის მინდოდა მეკითხა, მაგრამ არა არ ვკითხავ და ეს იქნება ერთადერთი რამ მარინას რჩევა- დარიგების გარეშე, რადგან შვილს მარინას ვარქმევ!!!! ეს სიურპრიზიც მარინას იდეაა....", - წერს ცაგარელი.
აღნიშნულ კომენტარზე მარინა ბერიძის ქალიშვილმა ასეთი კომენტარი დაუწერა გიორგის:
"აქ საქვეყნოდ არ შემოვალ შენთან პოლემიკაში, დედაჩემია და ქვეყანას მირჩევნია. ეხლაც ამხელა პოსტა რომ არ მიგეძღვნა კარგი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩათვლი ისე მოიქეცი. თუმცა მარაზმები მაგრად ტეხავს ჩემო გიორგი", - წერ ბერიძის შვილი.
ამავე თემაზე:
“თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო არ გამაბრაზოო ეთერიდან შემომითვალა” – ბახვა ბრეგვაძე მარინა ბერიძეს
მასალის გამოყენების პირობები