27 მარტს, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. ვარჯიშის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სტადიონზე შუქი ჩაქრა, რის შემდეგაც “ფურია როხას” წევრები გასახდელში გაემართნენ.
სავარაუდოდ, "დინამო არენა" "დედამიწის საათის" კამპანიის ფარგლებში ჩაბნელდა. ჯერჯერობით, უცნობია თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ იმ დროისთვის "დინამო არენაზე" ესპანეთის ნაკრების ვარჯიში იწყებოდა.
ესპანური გამოცემა As წერს, რომ ფეხბურთელებმა საშხაპეშიც საკუთარი მობილურის ფარნები გამოიყენეს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მალევე არ აღდგა.
ესპანელმა ფეხბურთელებმა ამ მოვლენის ამსახველი ფოტოები სოცქსელებში გაავრცელეს, ხოლო სერხიო რამოსმა ინსტაგრამ სთორი "ღამის რეჟიმით" დაასათაურა.
ყოველ წელიწადში 1-ხელ, 1 საათით აღინიშნება დედამიწის საათი, რა დროსაც მსოფლიოს მოსახლეობა ელექტროენერგიას არ მოიხმარს. 2021 წელს, ეს თარიღი ზუსტად 27 მარტის, 20:30-21:30 საათი აღმოჩნდა (თბილისის დროით). გუშინ ზუსტად 20:30 საათზე თბილისის ანძის განათებაც შეჩერდა. განათება გაითიშა პრეზიდენტს რეზიდენციაში, პარლამენტისა და სხვა სამთავრობო შენობბში.
მასალის გამოყენების პირობები