ხელისუფლება Sinopharm-ის 100 000-მდე დოზას ელოდება, რომელსაც ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აქვს , თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, "სინოფარმის" ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არა, მაგრამ "ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია აქვს
"კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია Sinopharm-თან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია", - თქვა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






