გამაოგნებელი დეტალები ტრაგიკულად გარდაცვლილი მედდის სამედიცინო ისტორიიდან - "მთავარმა არხმა" მოიპოვა დოკუმენტები, რომლებზეც ახლა გამოძიება მუშაობს და რომელზე დაყრდნობითაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას - რამ მოკლა 27 წლის მედდა.
დოკუმენტაციაში შესაძლოა გამოიკვეთოს ექიმების საბედისწერო შეცდომა, რომელმაც ჯერ მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, მოგვიანებით კი მისი სიკვდილი გამოიწვია.
როგორც ირკვევა, პაციენტს, რომლის გადარჩენას თითქმის 24 საათი ცდილობდნენ ექიმები, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, აღნიშნებოდა უმძიმესი შინაგანი სისხლდენა. საუბარია ერთ ლიტრამდე მოცულობის სისხლზე - რომელიც პაციენტის მუცელში დაგროვდა სწორედ იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თბილისში მოჰყავდათ.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






